უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

კრიმინალები უნდა დაისაჯონ, მაგრამ საქართველოს არ სჭირდება კონფლიქტი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან - ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობას მანამ არ განაახლებენ, სანამ ჩინური კომპანია ,,23-ბიუროს“ წევრები არ დაისჯებიან.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, კრიმინალი დამსაქმებლები უნდა დაისაჯონ, მაგრამ საქართველოს ჩინურ კომპანიასთან კონფლიქტი არ სჭირდება.

,,მე მესმის, რომ მდგომარეობა რთულია, მე მესმის, რომ ამ კრიმინალი დამსაქმებლების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაისაჯოს და უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი, ამ მოლოდინში ვართ და ბუნებრივია, მუშაობა არ განახლდება მანამ, სანამ ეს კრიმინალები არ დაისჯებიან, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს რაღაც ფობიებში და ასე შემდეგ - საქართველოს არ სჭირდება კონფლიქტი, მით უმეტეს, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიასთან. მე იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები ბოლომდე შეინარჩუნებენ სიტუაციას“, - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა რამოდენიმე მუშას რკინის კონსტრუქციებითა და სამუშაო იარაღებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ედებათ.

მარი ნამგალაძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი