უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ივნისი, 2018 14:55
font-size

ყველა ბაღის მეორე სართულზე, სადაც ფანჯრებია, ბადეები დამონტაჟდება - კახაბერ გვანცელაძე

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, 17 სექტებრამდე, წესით, ყველა საბავშვო ბაღის ფანჯარა უსაფრთხოების ბადეებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

როგორც გვანცელაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 17 სექტემბერს ბაღები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ სააღმზრდელო პროცესს.

მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია.

„ეს არის მულტისექტორული თემა. პირველი - ეს გახლავთ შენობების კონსტრუქციული მდგრადობა და ამ მხრივ მთელი რიგი პროცესები მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად. მეორე - გახლავთ სახანძრო უსაფრთხოება, სადაც ახალი ტექნოლოგიებით სამისამართო დეტექტორებს ვაყენებთ. ეს გულისხმობს კვამლის დეტექტორებს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მალე მოვახდინოთ რეაგირება. გარდა ამისა, ვარემონტებთ სახანძრო კიბეებსაც. მესამე - გახლავთ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოთხოვნები, რამეთუ მიზანშეწონილი არ არის შენობაში იყოს გაზქურები. ეს გარკვეული აირების დაგროვებას იწვევს და საფრთხის შემცველია. აქედან გამომდინარე, 12 ბაღში გაზქურებს ელექტროქურებით ვცვლით“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ბადეები სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, ყველა ბაღის მეორე სართულზე, სადაც ფანჯრებია, ბადეები დამონტაჟდება.

„ამასთანავე მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და ამაზე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 17 სექტემბერს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ სააღმზრდელო პროცესს“, - აღნიშნა გვანცელაძემ.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი