უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 ნოემბერი, 2016 12:30
font-size

ყველა კვლევით დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით და მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი-სერგი კაპანაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ პარტიის რამდენიმე მოქმედი თუ ყოფილი მხარდამჭერის ან/და ლიდერის მხრიდან ორგანიზებული კამპანია ისევ გრძელდება.

როგორც კაპანაძემ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, ეს კამპანია სრულიად ცილისმწამებლურია და რამდენიმე მითის ირგვლივაა აგებული.

„მითი 1. ენმ გაემიჯნა მხარდამჭერებს. სისულელეა. ენმ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებმაც ასევე გარედან ინტერვენციით და ორგანიზებით, პოლიტ. საბჭოს გადაწყვეტილება, რომ აერჩიათ ოპონირების ცივილური და დღეს რეალურად ერთადერთი სწორი ფორმა, შერაცხეს ღალატად და დაიწყეს ბინძური კამპანია. რატომ იყო ბინძური, კარგად იციან ძალიან და კონკრეტულ მაგალითებს არ მოვიყვან. მხარდამჭერებს და კრიტიკოსებს ენმ არ გამიჯვნია. თუ შეამჩნიეთ, მაქსიმალურად ცდილობს ყველა პოლიტიკოსი, რომ არ ჩაერთოს ამ გულისამრევ კამპანიაში. თუ რომელიმე ლიდერი (ისიც თითზე ჩამოსათვლელი) ვინმეს ფეისბუქზე დაბლოკავს, ეს მისი პირადი უფლებაა. ოღონდ, გინების და ორგანიზებული დადგმული შეტევების განეიტრალების მიზნით დაბლოკვა მაინცდამაინც ნუ გაგიკვირდებათ.

მითი 2. არჩევნები გაყალბდა და ენმ-ის ლიდერებმა ვერ დაგვიცვეს გაყალბებისგან. კი, არჩევნებში ბევრი ხარვეზი იყო და ალბათ 3-5% მოგვპარეს, ხმების მოსყიდვით, ძალადობით და მუქარით, ასევე არჩევნების ღამეს ეგზიტ პოლების და ცესკოს შედეგების გამოქვეყნების მანიპულაციით. მაგრამ, რეალურად, ეს არჩევნები დასრულდა ქოცების გამარჯვებით. ჩვენ უფრო ნაკლები მარჟით წავაგებდით, რომ არა ეს გაყალბება, უფრო მეტი შანსი იქნებოდა ქოცების დამარცხების, სხვა ოპოზიციურ ძალებს, რომ ასეთი მარცხი არ ეწვნიათ, მაგრამ ჯამში, მოსახლეობის უმრავლესობამ ქოცები აირჩია. ოთხი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ რეალობას რაც მალე გავუსწორებთ თვალს და ახალი ბრძოლებისთვის მოვემზადებით, მით უკეთესი იქნება. თუ ახლა ხელებს ჩამოვყრით და ვიტყვით, აი ეს იყო ჩვენი ბოლო შანსი, ვერ გამოვიყენეთ, ამა და ამ ლიდერის ბრალია და ახლა მოდი ერთმანეთს დავერიოთო, ამით, მხოლოდ უფრო მეტად დავმარცხდებით. არადა, არ დაგავავიწყდეს, რომ ხმების რაოდენობა მკვეთრად გავზარდეთ, უბრალოდ არასაკმარისად. რაც შეეხება ხმების დაცვას, არც ერთ ენმ-ის წევრს და ლიდერს არ დაუხევია უკან არც არჩევნების დღეს და არც შემდეგ ხმების დაცვისგან, დაწყებული საარჩევნო უბნებთან, დამთავრებული სასამართლოებით. ამას ძალიან კარგად ხედავს ეს ხალხი, მაგრამ მაინც ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს.

მითი 3. ენმ ემიჯნება მიშას. სისულელე. ენმ მიშას და მის როლს კი არ ემიჯნება, ფიქრობს იმაზე, როგორ წავიდეს წინ ახალ რეალობაში, რომელიც მივიღეთ არჩევნების შემდეგ. პარტიას სჭირდება ახალი თავმჯდომარე და პოლიტ. საბჭო, ახალი სტრატეგია და ახალი იდეები. მიშას როლს ამ პარტიის შექმნაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში არავინ უარყოფს. მაგრამ, პარტია არ უნდა იყოს ერთი ადამიანი. ვისაც ჰგონია, რომ პარტია მხოლოდ ერთი ადამიანია და ის ერთი ადამიანი უნდა იყოს მუდამ ხელმძღვანელი, დე ფაქტოც და დე იურეც, მწარედ ცდება. ამასთან, მიშას ახლა უკრაინაში აქვს პოლიტიკური ფრონტი გახსნილი, ამიტომ ენმ-ში ადგილობრივი მართვის გაძლიერება და ახალი ხელმძღვანელობა მხოლოდ პოზიტივის მომტანი იქნება. ამაზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ, ოპონირება და დაპირისპირება არ უნდა გაცდეს ზრდილობის და გონივრულობის ჩარჩოს.

მითი 4. ენმ-ის 500.000 მხარდამჭერი მხოლოდ მიშას მხარდამჭერია. "მიშას გარეშე ნულები ხართ". ისევ სისულელე. ყველა კვლევით ენმ-ის მინიმუმ ერთი ლიდერი მაინც - დათო ბაქრაძე უფრო მეტი მხარდაჭერით და მოწონებით სარგებლობს, ვიდრე ექს-პრეზიდენტი. ეს არ ნიშნავს, ოღონდ იმას, რომ მხოლოდ ბაქრაძის, ან მხოლოდ მიშას გამო დაუჭირა ხალხმა მხარი ენმ-ს. ენმ-ს მხარი დაუჭირა ამომრჩეველმა ბევრი ფაქტორის გამო. წინა არჩევნებზე ენმ-ს მხარი დაუჭირა 310.000 ამომრჩეველმა, ახლა თითქმის 500.000-მა. მე მგონია, რომ ზრდა სწორედ იმის გამო იყო, რაც შეიცვალა პარტიაში - განახლება, ახალი იდეები, სწორი საარჩევნო კამპანია. ბევრი სხვა ფაქტორიც იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, მიშას როლიც. ბევრმა ამის გამოც მისცა ხმა. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდბა, რომ მიშას დაბრუნება და აქ რევოლუციური განწყობის შემოტანა (სრულიად უსაფუძვლო იყო, როგორც ერთი, ისე მეორე, რაც კარგად გამოჩნდა) კარგად გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგვე ქართულმა ოცნებამ. ამიტომ, ეს არის ჩვეულებრივი მითი.

მითი 5. ენმ იშლება. ისევ სისულელე. ენმ-ის დაშლა და დანაწევრება არის ქოცების ოცნება. რეალურად, რაც ენმ-ში ხდება არის ჯანსაღი ოპონირება ორ, ან მეტ გუნდს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის მომავალი. ამ დაპირისპირებაში წარმოიშვება გადაწყვეტილება, რომელიც ყრილობის მიერ იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას, ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს. ამიტომ, სანამ ეს მოხდება, ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ საჯაროდ, ბრალს სდებენ ღალატში და ესვრიან ტალახში - რეალურად აკეთებენ ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის საქმეს. ამ კონკურენციიდან და დებატიდან ჩვენ უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი და არა უფრო სუსტი.

ამიტომ, მეგობრებო, მოგიწოდებთ, რომ ცოტა მეტად შეიკავოთ თავი. ვიდისკუსიოთ, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, მაგრამ ნუ ვილანძღებით და ნუ ვესვრით ერთმანეთს ტალახს. ენმ დღეს არის ამ ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტი და ნუ გადავაყოლებთ ამას ნურც ერთი კონკრეტული ადამიანის, რაც არ უნდა დიდი წვლილი ჰქონდეს მას პარტიის და ქვეყნის მშენებლობაში შეტანილი, ეგოს.

პ.ს. ამ პოსტის ქვეშ დისკუსიას მხოლოდ მივესალმები. ოღონდ, ნებისმიერი ლანძღვა, შეურაცხყოფა და გინება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის (განსაკუთრებით, სუს-ის ტროლებს ეხება), "დაუნდობლად" წაიშლება“,-წერს კაპანაძე.

მონიკა დვალიანიძე

ტარიფების ზრდა ალბათ, გარდაუვალია - რომან კაკულია

22 ოქტომბერი, 2019 , 17:15

სემეკი-ს ახლადარჩეული ხელმძღვანელის დავით ნარმანიასა და მთავრობის წევრების მოსაზრებას დენის ტარიფის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან პარლამენტში. დარგობრივი და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარ

ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება - მაია ცქიტიშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

"ჩვენ ამ შეხვედრებს აუცილებლად გამართავთ იმ სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში, რომელიც ორივე მხარეს საშუალებას მოგვცემს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

`რატომ წელიწადი და 10 თვის მერე?! - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე ვახტანგ გომელაურის, სოსო გოგაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა. "რატომ წელიწადი და 10 თვის მერე

9 მთა და 9 ზღვა გადავიარე, 9 თავიანი გველეშაპიც გავგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი - ვატო შაქარაშვილი

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა

სტატისტიკა მოწმობს, რომ ექსპორტის ზრდისთვის ყველაფერს ვაკეთებთ - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

„ჩვენი განვითარების ეკონომიკური მოდელი ორიენტირებულია ქართული წარმოების, პირველ რიგში კი საექსპორტო წარმოების განვითარებაზე. ბოლოდროინდელი დინამიკა და სტატისტიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რა

გიორგი გახარია `მუქარის წერილზე`: ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ

21 ოქტომბერი, 2019 , 15:20

"ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მამუკა ხაზრაძის ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა. ჟუ