უკან

საზოგადოება

26 თებერვალი, 2021 16:51
font-size

ყველაფერი მზადაა, რათა სპორტულმა დარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლებიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ,“ – ასე შეაფასა მინისტრმა სპორტული კომპანიების მზაობა საქმიანობის განახლებამდე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც რეაბილიტაცია სჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი