უკან
სამართალი
29 სექტემბერი, 2016 18:10
ყველამ გულმშვიდად უნდა გავითავისოთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში- თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
ამის შესახებ წულუკიანმა გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც კი მტკიცებულებები შეიკრიბება საქმეზე, რა თქმა უნდა, ის ვინც დაიმსახურებს ამ მტკიცებულებების საფუძველზე, იქნება ეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, საბოტაჟის მუხლით, თუ სხვა, დაკავებას - ის იქნება დაკავებული. მაგრამ, ამასობაში მნიშვნელოვანია ყველამ გულმშვიდად გავითავისოთ ის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში“,-აღნიშნა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე