უკან

კომენტარი

10 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია - დავით ზურაბიშვილი

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

,,საკრებულოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთელი შენობა პოლიციის ალყაშია და პერიმეტრზე წრიული თავდაცვის ზღუდეებია აღმართული. შენობაშიც მგონი პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე სამოქალაქო პირი. ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია და ვინც საკრებულოს წევრი ან თანამშრომელი არაა, არ უშვებენ შენობაში, მათ შორის არც პარლამენტის წევრებს, რომელთაც კანონი კი აძლევს ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში თავისუფლად შესვლის უფლებას, მაგრამ რად გინდა?

და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური მოედნის ათასცხრაასი კვადრატული მეტრის ერთ ლარად გადაცემა ამავე ქვეყნის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის საკუთრებაში ოცდაათადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, შედარებით უხმაუროდ მოხდეს.

კაფკას სიუჟეტში ვარ, "ბლექ მირორის" სცენარში თუ ფილიპ დიკის ელექტრონული სიზმარში, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი,“ - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი