არქივი
პოლიტიკა


ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი იქნება კონსტიტუციაზე შეთანხმების მიღწევა.
„გამოსავალი არის ერთადერთი - უნდა მოხერხდეს ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი შესაძლებელია და ეს დადასტურდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დროს, როდესაც მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი გახდა საერთო პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ყველას მხრიდან მთავარი განწყობა უნდა იყოს კონსენსუსის ძიება. ამ შემთხვევაში ეს იქნება ზუსტად ერთადერთი გზა და ბოლო შესაძლებლობა, რათა ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე სასაუბროდ პრეზიდენტი მმართველ გუნდს დღეს 16 საათზე პრეზიდენტის სასახლეში შეხვდება.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ვეტო დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ მზადაა, ქვეყნის პირველ პირს შეხვდეს.
ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25