უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:29გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
არქივი
სამართალი


ყველგან უნდა გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები - მამუკა ბახტაძე სტიქიის ზონაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სტიქიის ზონაში, სოფელ ჭუბერში იმყოფება. მისი თქმით, ადგილზე არსებული ვითარება მუდმივად კონტროლდება, ხოლო წყლის დონის მომატების შემთხვევაში, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.
პრემიერის თქმით, წყლის დონე ჯერ დაკლებული არ არის და გზის კაპიტალური შეკეთება წყლის დონის დაწევამდე ვერ დაიწყება.
„წყლის დონე არ არის დაწეული. აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სახლები, რომელსაც ემუქრება საფრთხე, არის დაცული, მოსახლეობას ვეხმარებით გამოიტანონ ნივთები ამ სახლებიდან, მაგრამ უშუალოდ გზის კაპიტალურ შეკეთებას ვერ დავიწყებთ, სანამ წყლის დონე არ დაიკლებს“, – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მდინარის ადიდება უხვმა ნალექმა გამოიწვია, თუმცა იქვე გამოჰყო ტყის უკანონო ჭრის პრობლემა.
„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჩეხვამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.
ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესს აშენებენ, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უხვი ნალექის გამო მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.
საკვანძო სიტყვები:
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
30 სექტემბერი, 2025 , 14:44

არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 14:17
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
30 სექტემბერი, 2025 , 13:22
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
30 სექტემბერი, 2025 , 11:15

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს
29 სექტემბერი, 2025 , 19:45
პროკურატურამ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
29 სექტემბერი, 2025 , 17:36