უკან
არქივი
საზოგადოება
11 დეკემბერი, 2017 11:45
ლადო სადღობელაშვილს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
„ქართული მარშის“ წევრ ლადო სადღობელაშვილს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის დააკავეს „ქართული მარშის“ კიდევ ორ წარმომადგენელთან, ანზორ ფორჩხიძესთან და ირაკლი დოლენჯაშვილთან ერთად. ისინი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სამივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ანა მებურიშვილი