უკან
უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
მსოფლიო
2 ოქტომბერი, 2017 16:50
ლას-ვეგასში გახსნილი სროლის შედეგად ერთი ქართველი დაშავდა
ლას-ვეგასში გახსნილი სროლის შედეგად ერთი ქართველი დაშავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს ლას-ვეგასში მცხოვრებმა ქართველმა განუცხადა.
მისი თქმით, დაშავებული მამამისმა საავადმყოფოში წაიყვანა.
„ერთ-ერთი ქართველი, როგორც ჩემმა ცოლმა გაიგო, იქ იყო მაგ ფესტივალზე და გაიქცა, რა თქმა უნდა. ამ დროს დაცემულა, ფეხი იტკინაო და მამამისმა საავადმყოფოში წაიყვანაო. ხალხი პანიკაში იყო თავიდან, ახლა ცოტა დაწყნარდა ვითარება“,-აღნიშნა შაკო ამაშუკელმა.
ამასთან, ადგილობვრივმა პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.
ის ადგილობრივი მცხოვრები 64 წლის სტივენ პადოკია, - იტყობინება ტელეარხი ABC, სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.
ამ დროის მონაცემით, სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.
მონიკა დავლიანიძე