უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2017 17:40
font-size

ლატვიის იუსტიციის მინისტრმა მედიაციის სახლი დაათვალიერა

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია, პროექტები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის − ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც ლატვიის დელეგაცია იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ხელმძღვანელობით დღეს გაეცნო.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ ეწვივნენ და მედიაციის სახლი დაათვალიერეს. დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ უმასპინძლეს.

ლატვიელი სტუმრები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შექმნილი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობითა და არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამით დაინტერესდნენ; განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა მიზნად ისახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას საქართველოში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 21 წლამდე ასაკის 2323 პირი განერიდა სასჯელს. სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის მიმართ გამოხატეს, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამა ბენეფიციარს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, რომლის მიზანი სახელმწიფოს მხრიდან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. პროგრამით 2 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

შეხვედრის დასასრულს ლატვიის დელეგაციამ მედიაციის სახლში გამოფენილი მიუსაფარი მოზარდების მიერ გადაღებული ფოტოები დაათვალიერა. ფოტოგამოფენამ სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და იუსტიციის მინისტრ ძინტარს რასნაჩის ერთ-ერთი ფოტო საჩუქრად გადაეცა.

ლატვიის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 21 სექტემბერს ესტუმრა. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლატვიის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლები. სტუმრებმა პირველი შეხვედრა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ბარამიძესთან გუშინ გამართეს და ისაუბრეს თემებზე - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და რომელთა შედეგად საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელიც ქვეყანას „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში ექნება.

ლატვიის დელეგაცია საქართველოს დღესვე დატოვებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი