უკან
რეგიონები
21 აგვისტო, 2020 17:15
ლენტეხში შესაძლოა, ადგილობრივების ევაკუაცია გახდეს საჭირო
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი. სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა - მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.
მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რამდენიმე ადგილობრივის გაყვანა გახდეს საჭირო.