საზოგადოება


„ლეოგრანდს“ სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო არ მივანიჭეთ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი - სულხან ღლონტი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სულხან ღლონტის ინფორმაციით, 2017 წელს სასტუმრო „ლეოგრანდს“ არ მიენიჭა სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი, რადგან შენობამ ვერ დააკმაყოფილა წელს გამკაცრებული სტანდარტები.
„ვადასტურებ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ლეოგრანდს“ არ მიანიჭა ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია“, რომელსაც ჩვენ სარეკომენდაციო ხასიათით ვანიჭებთ ხოლმე სხვადასხვა სასტუმროს. 2017 წელს. ჩვენს უწყებას ამ სასტუმროსთვის ეს ნიშანი არ მიუნიჭებია.
სასტუმროს ვებგვერდზე უწერია 2016 წელს მინიჭებული ამ სტატუსის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავამკაცრეთ რეგულაციები, 2017 წელს მას ეს სტატუსი აღარ მიუღია. სტატუსის განახლება ხდება ყოველწლიურად, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რომელსაც კვების ან განთავსების ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს. საბჭომ ჩათვალა, რომ 2017-2018 წლებისთვის, „ლეოგრანდი“ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. გვქონდა კონკრეტული კითხვები“, -თქვა ღლონტმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი არ წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულაციას და უწყებას არ შეუძლია მისი მეშვეობით სასტუმროს ან კვების ობიექტის დახურვა, თუკი ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
„ამ სტატუსის მიღება ძალიან ბევრ სასტუმროსა თუ კვების ობიექტს სურს, მაგრამ თითოეულ მომართვას ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ. ხაზს ვუსვამ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს არცერთი კანონი არ ანიჭებს უფლებას, რომ რომელიმე კვების ობიექტი თუ სასტუმრო დახუროს ან გახსნას, არ გაგვაჩნია ამის არანაირი საკანონმდებლო საფუძველი. ექნებოდა თუ არა ეს სტატუსი, „ლეოგრანდს“, მას მაინც შეეძლო ოპერირება, რადგან ეს არ გახლავთ საკანონმდებლო რეგულაცია, ეს არის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის ხარისხის ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო იყო ხუთვარსკვლავიანი და ბაზარზე ძალიან დამკვიდრებული, წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ის ასეთად არ აღიარა“, -თქვა ღლონტმა.
მისი ინფორმაციით, ფატალური შედეგი მოჰყვა სავენტილაციო სისტემაში შესულ კვამლს.
შსს-ის ინფორმაციით, გუშინ ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 1 - ირანის რესპულიკის. დაშავდა 21 ადამიანი.
მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა
21 იანვარი, 2021 , 17:25
თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო
21 იანვარი, 2021 , 17:25

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 იანვარი, 2021 , 17:10

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი
21 იანვარი, 2021 , 14:55

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
21 იანვარი, 2021 , 14:20
საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
21 იანვარი, 2021 , 14:20