უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 18:15
font-size

ლევან დავითაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ირანის ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით შემუშავებული პროგრამები და სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საუბრისას ლევან დავითაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის ხელშეწყობასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აკვაკულტურის განვითარების, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ირანული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების მზაობა არსებობს.

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

29 სექტემბერი, 2025 , 10:46

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, პოლონეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურა

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 09:35

ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი