უკან

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2019 14:00
font-size

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სესია, რომელსაც 190 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ჯილბერტ ჰუნგბომ და რომის პაპმა, ფრანსისმა გახსნეს. წლევანდელი შეხვედრის მთავარ თემას სიღარიბის დაძლევა, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა და სასურსათო სუვერენიტეტის მხარდაჭერა წარმოადგენდა. რომის პაპმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე ადამიანის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნები უნდა იყოს თანაბარი ყველასთვის და ემსახურებოდეს ახალგაზრდების და ქალების მეტად ჩართულობას სოფლის განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველა ქვეყანას აქვს გაეროს მიერ გაწერილი დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად და საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რაც მიმართულია ახალგაზრდა ფერმერების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და სოფლის განვითარების ინიციატივების განსახორციელებლად.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი