უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2017 15:25
font-size

ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სტამბოლში რამდენიმე დღის წინ გამართული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სოფლის მეურნეობის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და განხილული საკითხების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თურქ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა განსაკუთრებული და მეგობრული მასპინძლობისთვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს აქვთ შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და იმ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც საქართველო თავისუფალი სავაჭრო ურიერთობის შეთანხმებით სარგებლობს, ერთობლივად მოახდინონ აგროსასურსათო პროდუქციის პოზიციონირება.

„სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა აქტიურად დაეხმაროს ბიზნესსექტორს. ჩვენ გვაქვს მზაობა, აგრარული მიმართულებით თურქეთის მხარესთან ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობა ორგანიზაციული საკითხების რეგულაციაში, ამ თანამშრომლობის ფარგლებში უფრო მეტი შედეგის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა საქართველოს მხარეს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა თურქეთში საქონლის ხორცის ექსპორტი, მეთხილეობა და სანერგე მეურნეობები. მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებმა ხელი უნდა შეუწყონ ბიზნესწრეების მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას და აგრარული დარგი კიდევ უფრო მომგებიანად აქციონ.

„ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური ურთიერთობა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდასა და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა ფარუქ ჩელიქმა.

შეხვედრაზე მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის ტექნიკური დეტალების მოგვარების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან აგრარულ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარების საკითხის მნიშვნელობასაც.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრის მრჩეველი, ალი აიბეი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრეებმა სამომავლო თანამშრომლობის ტექნიკური დეტალების მოგვარების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან აგრარულ დარგში თურქეთის გამოცდილების გაზიარების საკითხის მნიშვნელობასაც.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მესაქონლეობის მინისტრის მრჩეველი, ალი აიბეი ესწრებოდნენ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი