უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი შოთაძესთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს
პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე, ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა - ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტს მოუწოდა, გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძისა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას.
"სად გაგონილა ორი ადამიანის საქმის გარჩევას ესწრებოდეს გენერალური პროკურორი და რამდენად ეთიკურად მიგაჩნიათ, რომ ადამიანმა, რომელმაც დაიწყო სილქ ჯგუფის წინააღმდეგ საქმის გამოძიება, დახურა და მერე თვითონ აღმოჩნდა კონსულტანტი. მე მოვითხოვ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთოთ მოკვლევის ჯგუფი. როგორ აღმოჩნდა ბატონი შოთაძე და რა ურთიერთობებში იმყოფება ის სილქ ჯგუფის დამფუძნებლებთან და, ასევე გავარკვიოთ, როგორ აღმოჩნდა იმ შეხვედრაზე.
მე ვფიქრობ, ეს არის პარლამენტის გასაკეთებელი საქმე. ჩვენ არ უნდა გაგვექცეს პროცესი ხელიდან," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.