უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2016 18:10
font-size

ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრთან ერთად სწავლებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მაოდგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. მათ სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძისგან წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძირითადი მართვის პუნქტი დაათვალიერეს და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.

„აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ქარიშხალი 2016“ ჩატარდა. წვრთნების მიზანი მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, ასევე სარდლობის შტაბსა და ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინაციის ხარისხის გამოვლენა იყო. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ პირველად ტარდება. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი და სარდლობის დაქვემდებარებაში შემავალი ქვედანაყოფების - I და V ქვეითი ბრიგადების, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბები იღებენ მონაწილეობას. მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად. სასწავლო სცენარის მიხედვით სწავლების მთავარი ამოცანა, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ, საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულებას წარმოადგენს.

სამხედრო სწავლება „ქარიშხალი 2016“ აღმოსავლეთ სარდლობის შტაბ-ბინაში, ფონიჭალისა და თელეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, ვაზიანში I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, გორში V ქვეით ბრიგადასა და ატენის ხეობაში, ასევე მცხეთაში I ქვეით ბრიგადაში ტარდება.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი