უახლესი ამბები
- 01.05.2024 16:15მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი
- 01.05.2024 15:39ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი
- 01.05.2024 15:27ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი
- 01.05.2024 15:182 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
არქივი
მსოფლიო
ლიბანში მომხდარ აფეთქებას უკავშირებენ ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალ გემს, რომელიც რუს ბიზნესმენს ეკუთვნოდა
ლიბანური მედიის თანახმად, რამდენიმე ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჩამოიტვირთა რამდენიმე წლის წინ, რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუშკინისათვის ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.
ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰამად ფაჰმის, ინფორმაციით, სამშაბათს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი.
რუსი ბიზნესმენის კუთვნილი სატვირთო გემის კონფისკაციის შედეგად ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება საწყობში 2014 წლიდან ინახებოდა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა, არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის დროს არ იყო დაცული უსაფრთხოების ზომები.
როგორ ირკვევა, საუბარია გემ MV Rhosus-ზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.
„ასოშიეიტიდ პრესის“ თანახმად, MV Rhosus-ს ამონიუმის ნიტრატი საქართველოს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა, რა დროსაც ტექნიკური პრობლემების გამო ლიბანის პორტში გაჩერდა.
რუსეთისა და მოლდოვის მედიის 5 აგვისტოს ცნობით, MV Rhosus-ი მოლდოვის დროში ქვეშ მიცურავდა, როდესაც ბეირუთის პორტში შევიდა.