უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2021 12:45
font-size

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიმართა, როდესაც განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტდა, ამოწურულია.

"ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არაა საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა.

მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა, ცხადია, არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მესამე პრეზიდენტს, ტელევიზორი ფიზიკურად არ გაუტანიათ, მაგრამ გათიშეს სიგნალი, შესაბამისად ის ამ სიგნალს ვერ იღებდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი. მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა უყუროს ტელევიზორს.

რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ პენტენიცურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც შეზღუდვები გაუქმდა, მიხეილ სააკაშვილის პროტესტიც შეწყდა. საძაგლიშვილის თქმით, სამარცხვინოა, როცა მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს ამბობს, როგორ დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკა მიხეილ სააკაშვილმა, მეორე დღეს კი ამბობს, რომ 150 ლარს არ აღემატება ზარალი.

"ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრებს, ისე პანიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი", - თქვა მან.

ადვოკატების თქმით, მათ მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ და მათ მადლობას უხდიან მესამე პრეზიდენტის დახმარებისთვის.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი