უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

6 აპრილი, 2018 13:40
font-size

ლონდონი ცეცხლს ეთამაშება - რუსეთის წარმოამდგენელი გაეროში

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი, რომ ის „ცეცხლს ეთამაშება“, როცა მოსკოვს ადანაშაულებს ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.

ნებენზიას თქმით, რუსეთი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულეს.

მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ გონზე მისულ იულია სკრიპალთან, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, არ უშვებენ რუსეთის კონსულს.

ნებენზიას თქმით, ლონდონმა რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, არ რთავს რუს გამომძიებლებს გამოძიებაში და მოსკოვს ინფორმაციას არ აწვდის. გარდა ამისა, მან დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა, რომ სწორედ მის გამო გაუფუჭდა მოსკოვს ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან.

რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ლონდონმა „ყალბი ისტორია“ მოიგონა. მან აღნიშნა, რომ ნოვიჩოკი დასავლეთში გამოიგონეს.

„ნოვიჩოკი არაა რუსული კოპირაიტი. ეს სახელწოდება დასავლეთშია მოფიქრებული სამხედრო მომწამვლელი ნივთიერების ხაზისთვის“, -თქვა ნებენზიამ.

მან დასავლური მედიის რეაქცია სკრიპალის საქმეზე ფაშისტური პროპაგანდის ტაქტიკას შეადარა.

„რადგან ბრიტანეთის ხელისუფლება აქვს თავხედობა, უსირცხვილოდ განაცხადოს, რომ სოლსბერის ინციდენტის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას, ჩვენ ამავე ალბათობით ვარაუდობთ, რომ ამ მეგაპროვოკაციის უკან დგანან რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები“, - დაასკვნა ნებენზიამ.

სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით - ნოვიჩოკი გამოიყენეს.

მოწამვლაში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რის გამოც დასავლეთმა 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა.

აშშ-მ ორშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ.

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2025 , 09:58

"Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა. "დიდი და

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ

10 სექტემბერი, 2025 , 08:48

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები. „მ

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი

5 სექტემბერი, 2025 , 18:11

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს. „როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუ

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით - დონალდ ტრამპი

3 სექტემბერი, 2025 , 10:00

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. „მასთან ყოველთვის შესანიშნავ

ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი `ზემო ლარსი` გადაკვეთა - „ეფ-ეს-ბე“

18 აგვისტო, 2025 , 18:27

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

18 აგვისტო, 2025 , 09:38

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. როგორც ზელენსკი აცხადებს, დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შეხვდება. ზელენსკის თქმით, რუსეთმა უნდა დ