უკან
სამართალი
23 თებერვალი, 2018 17:00
მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა მაღაზიის დაყაჩაღებაში ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დააკავეს. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, განაცხადა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მოქალაქე მაღაზიაში ცივი იარაღის მუქარით შეიჭრა, ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცირა გურგენიძე