უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

მაია ბითაძემ ეუთოს 25-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვით ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ქ. პრაღაში გამართულ ეუთოს 25-ე ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი ფორუმის გახსნის ცერემონიალსა და მთავარ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმის თემას წარმოადგენდა მწვანე ეკონომიკის განვითარება და პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის ეუთოს რეგიონში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაია ბითაძემ ეუთოს როლის მნიშვნელობაზე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებაზე ისაუბრა. მიმოიხილა გარემოსდაცვითი რისკების შემცირებისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების საკითხები; ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე. მიმოიხილა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ 22 ქვეყანას შორის, რომლებმაც გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების ფარგლებში პირველი ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში (National Voluntary Review) წარადგინა 2016 წელს.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, აღნიშნა საქართველოს მიერ გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ, ყურადღება გაამახვილა მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა გასულ წელს საქართველოს მთავრობის მასპინძლობით ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ”გარემო ევროპისათვის” მინისტერიალის მნიშვნელობაზე მწვანე ეკონომიკის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, მაია ბითაძემ მხარი დაუჭირა ევროკავშირის განცხადებას „ეკონომიკური მონაწილეობის წახალისებისა და მწვანე ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ“.

ამასთან, ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის, ელჩის ვუკ ზუგიჩის ინიციატივით ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილესთან. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს ორჰუსის კონვენციის როლზე გარემოსდაცვითი მმართველობის ხელშეწყობის და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.

ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის მიზნებს წარმოადგენს საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, ცნობიერების გაზრდა და ეუთოს მონაწილე 57 ქვეყნის პოლიტიკური ნების სტიმულირება ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში. ამასთან, ფორუმი ხელს უწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს და აკადემიურ სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვას.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი