უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
მაჟორიტარული სისტემის შეცვლისთვის 2 ანალოგიური პროექტი უკვე დევს პარლამენტში - გიორგი ახვლედიანი
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარობის სისტემა შესაცვლელია და ორი პროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე მზად არის.
“წინა პარლამენტში 84 კაცის მიერ ხელმოწერილი კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით უკვე დევს, ერთია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, მეორე კი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, რომლებიც თითქმის ერთმანეთის იდენტურია და მაჟორიტარული სისტემის სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, მაგრამ მე დღეს მიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ აქვს დიდი დაინტერესება შეცვალოს მაჟორიტარული სისტემა, ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დღემდე მოქმედი სისტემა აღარ გვქონდეს,“ – განაცხადა ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნინო ექვთიმიშვილი