უკან

საზოგადოება

15 თებერვალი, 2017 14:45
font-size

მამა გიორგი მამალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის სასამართლოს პრეროგატივა - გედევან ფოფხაძე

თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, რომ გიორგი მამალაძეს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, ამას ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, ძიება უნდა წარიმართოს ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე.

„მამა გიორგი მამალიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის სასამართლოს პრეროგატივა, თუ სასამართლო არგუმენტირებულად ჩათვლის პროკურატურის მიერ დადებულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ დაკავებულის გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან ხელს შეუშლის ძიებას, ამაში სასამართლოს ხელი არ უნდა შევუშალოთ. რაც შეეხება დაცვის მხარის პრეტენზიებს, რომ მათ არ ეძლევათ პოზიციის დაფიქსირების საშუალება, არსებობს სასამართლო, სადაც ისინი სრულად მოახერხებენ თავისი მტკიცებულებების წარდგენას. გასაგებია, რომ ჰუმანურობა იქნებოდა, თუ მამალაძეს არ შეეფარდებოდა წინასწარი პატიმრობა, მაგრამ საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაში სამართალდამცავი ორგანოების გარდა, არავინ ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მამალაძე არ იყო მარტო თავისი ქმედებების დროს, ალბათ დატოვებს პატიმრობაში, რათა გავლენა არ მოხდეს სხვა პირებზე, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა. წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ პირი დამნაშავეა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის ძიების ობიექტურ ჭრილში წარმართვას, რაც, მისი აზრით, მიზანმიმართულად ხორციელდება.

„ძიება მიმდინარეობს, მაგრამ არიან დაინტერესებული პირები, რომლებსაც სურთ, რომ ხელი შეუშალონ ძიებას. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, რაც საზოგადოებაში გარკვეულ ფონს ქმნის. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დადგეს. მე მიმაჩნია, რომ საქმის ირგვლივ განცხადებების გაკეთებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, ძიების დასრულებამდე“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი