უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 თებერვალი, 2025 14:51
font-size

მამათამდე მიღწევა ვერ მოხერხდა, იქ მოხუცი ოჯახები არიან, რომლებსაც ვერავინ უკავშირდება. ისიც კი არ იციან, ცოცხლები თუ არიან - მოხალისე თორნიკე როინიშვილი

სტიქიის ზონაში კრიტიკული ვითარებაა - ზოგიერთ სოფელში არათუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია სოფელი მამათიც, სადაც ადამიანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

მამათისკენ მიმავალი გზა გაუკვალავი აღმოჩნდა. პარკინსონით დაავადებული ქალის დასახმარებლად წასული მოხალისე, სავარაუდოდ, პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მამათისკენ მიმავალ გზაზე გაიარა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხის გამო, კვლავ ჯუმათში დაბრუნდა.

"არ მინდა, რომ იქით გადასარჩენი გავხდე, ან საერთოდ მოვკვდე" - ამბობს თორნიკე როინიშვილი, რომელიც შესაბამის სამსახურებს დროული მოქმედებისკენ მოუწოდებს.

მამათისკენ მიმავალ გზაზე არასდროს არავის გამოუვლია. სავარაუდოდ, მე ვიქნები პირველი. საერთოდ არ მეამაყება ეს ფაქტი. საკმაოდ მეშინია. არ ვიცი, ალბათ, სამი მეტრი თოვლი მაინც არის. ეს არის ჯუმათიდან მამათისკენ მიმავალი გზა. რა გაწმენდაზეა საუბარი, ჯერ ჯუმათში რა მდგომარეობა იყო, აქეთკენ ხომ საერთოდ. არაფერი აქ არ არის. იქ მოხუცი ოჯახები არიან, რომლებსაც ვერავინ უკავშირდება. ისიც კი არ იციან, ცოცხლები თუ არიან.

მომიწია, რომ უკან გავბრუნდე, რადგან ძალიან რთულია გადაადგილება. არ მინდა, რომ იქით გადასარჩენი გავხდე, ან საერთოდ მოვკვდე. სამწუხაროდ, მიწევს, რომ დავბრუნდე სოფელ ჯუმათში. მამათამდე მიღწევა ვერ მოხერხდა. სასწრაფოდ არის დასახმარებელი", - განაცხადა მოქალაქემ.

წყარო.

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი