უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 სექტემბერი, 2020 14:20
font-size

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა - ნიკა შენგელია

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს.

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები.

“ლელოს” შეთავაზებაა მთავრობისადმი, შეიქმნას გარანტია მოსახლეობისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს. ამით ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა მოსახლეობისათვის. თუ მთავრობა ყურად იღებს ამ ინიციატივას და გაატარებს პრაქტიკაში, მოსახლეობა და ბიზნესი ამოისუნთქებს. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიისას ბანკებმა 3 თვით გადაავადეს სასესხო ვალდებულებების შესრულება, შემდეგ კიდევ ვინც მოითხოვა გადავადება, კვლავ სამი თვით გადაუვადდა. საბოლოო ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მთავრობა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს მსესხებლებს სესხების გადავადების საკითხში. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა დროული და საჭიროა. არ ჩნდება ბუნდოვანების განცდა, გარკვევითაა მინიშნება, რომ უნდა გადავადდეს, რეფინანსირება მოხდეს ისე, რომ პროცენტი არ დაემატოს და წლების მანძილზე გადაუნაწილდეს მოსახლეობას აღებული სესხი,” - აცხადებს ნიკა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს “მარშალის გეგმაშია” მოცემული.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი