უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე-„ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე: ვერ ერკვევიან საერთო სახალხო განხილვის არსში
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმისათვის რომ ქვეყანამ კარგი კონსტიტუცია მიიღოს, ის სპეციალისტებმა უნდა დაწერონ, შემდეგ პოლიტიკოსებმა და ხალხმა განიხილონ, ხოლო შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცოს.
მდინარაძის თქმით, ეს არის ოქროს წესი.
ამის შესახებ მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს.
„კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. ეს არის ოქროს წესი, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რეალური და კარგი კონსტიტუცია. ამ განცხადების ავტორი და ავტორები ვერ ერკვევიან საერთო სახალხო განხილვის არსში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი ბუნებრივია დადებითი ამაზე ვერ იქნება“,-აღნიშნა მდინარაძემ.
მონიკა დავლიანიძე