უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:29გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
არქივი
რეგიონები


მაქსიმალურად ვეცდებით, დროულად მოვუგვაროთ სტიქიისგან მიყენებული პრობლემები - გიორგი გახარია სამეგრელოში ჩავიდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა. ის რეგიონში გუშინ ღამე გაემგზავრა. გახარია მოსახლეობას დილიდან ხვდება.
„ყველაზე მძიმე მდგომარეობა დღეს აქ არის, დევნილთა დასახლებაში. სამწუხაროდ, სტიქიამ დააზიანა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილი, მათი საცხოვრებელი სახლები. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვეცდებით წვიმისგან დავიცვათ ეს ხალხი და უახლოეს მომავალში დაიწყება სარემონტო სამუშაოები. იქნება ეს ყველაფერი კონტროლზე აყვანილი, რომ არ მოხდეს ამის დროში გაჭიანურება და ისედაც განსაცდელში მყოფ ადამიანებს, სტიქიის შედეგად დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ. მაქსიმალურად ვეცდებით, დროულად მოვუგვაროთ ის პრობლემები, რაც ამ სტიქიის შედეგად მიადგათ.
სენაკშიც მსგავსი მდგომარეობაა, იქაც დევნილებით განსახლებულ კორპუსში სახურავი დაზიანდა. ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზეა მსგავსი მდგომარეობა. კერძო სახლებიც დაზიანდა და სწრაფად მივეხმარებით. ფოთშიც მძიმე სიტუაციაა, რამდენიმე საბავშვო ბაღია დაზიანებული, ფანჯრებია დამტვრეული და საფარია გადახდილი. ახლა ფოთშიც ჩავალთ და ვნახავთ რა ხდება ადგილზე“, - განაცხადა შს მინისტრმა.
ვიცე-პრემიერი უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან ზიანი მიადგა.
გიორგი გახარიასთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან.
ვიცე-პრემიერი სამეგრელოს რეგიონში განაგრძობს დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას და სტიქიისგან დაზარალებულ ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.
ძლიერმა ქარმა გუშინ დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები, ძირიანად მოგლეჯილი და წაქცეულია ათეულობით ხე.
გუშინვე, სამეგრელოს რეგიონში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც იღებდა და მყისიერად რეაგირებდა დაზარალებული მოსახლეობის შეტყობინებებს.
სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.
საკვანძო სიტყვები:

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
8 სექტემბერი, 2025 , 12:58
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა
3 სექტემბერი, 2025 , 15:58