უკან

კომენტარი

27 ოქტომბერი, 2020 16:15
font-size

ხელისუფლების გაბითურებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ის, რაც დღეს ხდება ზუგდიდში, როცა ერთ ადამიანს დასდევს მთელი სახელმწიფო და დასაცინი ხდება ქვეყანა - რომან გოცირიძე

ვნახავთ ჩაცუცქულ კრიმინალებს, რომლებიც დაუწყებენ ადამიანებს თვალთვალს. არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, კინწისკვრით გავაგდებთ იქიდან, თუკი კვლავ გამოცხადდა ეს ხალხი, -ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, თუკი მაინც გაბედეს და კვლავ დაგვისვეს ქუჩაში კრიმინალები და დაიწყეს ზეწოლა, ძალიან მწარე შედეგს მიიღებენ. არავინ აპატიებს ამ 8 წლიან წარუმატებელ რეჟიმს არჩევნების გაყალბებას. ძალიან იყვნენ გახარებულნი, რომ პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან, მაგრამ ადგილობრივი დამკვირვებლები იქნებიან ძალიან ბევრი - როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ გაყალბების საშუალებას, ამაზე წუხან ახლა, უნდათ კვლავ გამოიყენონ ის მექანიზმები, რასაც იყენებდნენ და ვნახავთ ჩაცუცქულ კრიმინალებს,რომლებიც დაუწყებენ ადამიანებს თვალთვალს. არ გავაყალბებინებთ არჩევნებს, კინწისკვრით გავაგდებთ იქიდან, თუკი კვლავ გამოცხადდა ეს ხალხი. რა მოგვიტანა კრიმინალთან შერწყმა, ამას ვხედავთ - ადამიანების, ბანკების ძარცვა. საქართველოსთვისაც კი, რომელმაც 90- იანები გაიარა, არნახული მოვლენაა ეს, რომ ტერორისტმა მძევლები აიყვანა, აქამდე მივედით, ეს ბოლო წერტილი იყო.

ხელისუფლების გაბითურებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ის, რაც დღეს ხდება ზუგდიდში, როცა ერთ ადამიანს დასდევს მთელი სახელმწიფო და დასაცინი ხდება ქვეყანა,"- ამბობს გოცირიძე.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი