უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც მოსდის აზარტულ და არც ისე პასუხისმგებელ ხელმძღვანელებს, წააგო - გრიგორი კარასინი
„თბილისსა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე უნდა გამოიტანონ დასკვნა აგრესიისთვის დასჯის შეუქცევადობაზე“, -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ТАСС-ს უთხრა.
აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე საუბრისას კარასინმა თქვა, რომ თბილისი უნდა ნანობდეს თავის გადაწყვეტილებას.
„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც მოსდის აზარტულ და არც ისე პასუხისმგებელ ხელმძღვანელებს, წააგო. სამხრეთ ოსეთზე სისხლიანი თავდასხმის შედეგად მან მიიღო ახალი რეალობა - ორი ახალგაზრდა სახელმწიფოს არსებობა, რომლებიც 2008 წლის 26 აგვისტოს ვაღიარეთ. ესაა აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლებთანაც სამოკავშირეო ურთიერთიბებს ვავითარებთ და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, -აღნიშნა კარასინმა.
კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისსა და არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი მსოფლიოს დედაქალაქებში გამოიტანენ დასკვნებს სხვადასხვა აგრესიული მოქმედების შესახებ“.
„2008 წლიდან ეს , რა თქმა უნდა, არის საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა, რომელმაც აჩვენა, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია, ხოლო ნებისმიერი აგრესიული მოქმედებების შედეგები სრულიად ეწინააღმდეგება აგრესორის განზრახულ მიზნებს“, -თქვა კარასინმა.

განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
24 თებერვალი, 2021 , 17:40

პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც უშლის ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას - ხატია დეკანოიძე
24 თებერვალი, 2021 , 14:40