უახლესი ამბები
- 13.12.2019 19:40საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენას განსაზღვრავს პროტოკოლი და მასპინძელი მხარის თხოვნის შესაბამისად, ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა - გიორგი გახარია
- 13.12.2019 18:00მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
- 13.12.2019 17:59როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?
- 13.12.2019 17:50დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება
- 13.12.2019 17:40საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი
- 13.12.2019 17:30თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
- 13.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8647 ლარი გახდა
- 13.12.2019 17:10პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
- 13.12.2019 17:10საჯარო მოხელეების მიმართ ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად - სახალხო დამცველი
- 13.12.2019 17:10ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - „რადიო თავისუფლება“
არქივი
საზოგადოება


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია გრძელდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განვითარების მრავაფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონკურსი ცხადდება სამი თემატური მიმართულებით:
სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;
სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა;
სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.
სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში - http://tpdc.ge/maswavlebeli1/sh.php
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა საგრანტო განაცხადი წარადგინოს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით. კერძოდ, შეავსოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, აღნიშნული განაცხადი და დოკუმენტაცია წარმოადგინოს ცენტრში ამობეჭდილი სახით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას მოგვცემს:
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული;
მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას;
საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება.
განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება.
ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა.
საკვანძო სიტყვები:

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი
13 დეკემბერი, 2019 , 17:40
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
13 დეკემბერი, 2019 , 17:30

საჯარო მოხელეების მიმართ ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად - სახალხო დამცველი
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

„გვინდა გთხოვოთ თქვენი მხრიდან მუდმივი ყურადღება ამ პროცესის მიმართ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს წერილით მიმართავს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

ყველას არ სწამს ღმერთი, მაგრამ ყველას სჯერა „ბუნდესბანკის“ - ირაკლი კოვზანაძე
13 დეკემბერი, 2019 , 16:05