უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორებივართ ერთმანეთს - ბიძინა ივანიშვილი
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ყველა , ვინც მას არაფორმალურ მმართველობაში აბრალებს, არაფორმალურ მმართველობა საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ამის შესახებ ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ერევათ იმაში, რაც მე ტელევიზიით ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია, ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და გავაკრიტიკო ნებისმიერი ხელისუფალი.
საზოგადოების კონტროლი რასაც ჰქვია – რაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, პრაქტიკა არ გვქონდა და გამოცდილებაც ცოტა გვაქვს, საზოგადოება შეიძლება ეფექტურად ამას ვერ ახერხებს, მე გარკვეულწილად, ვავსებ. ის ნდობა, რაც მაქვს საზოგადოებიდან, საზოგადოებასვე ვუბრუნებ, მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ. რა თქმა უნდა, ანგარიშს მიწევენ, ამ კონტროლს ანგარიშს უწევენ, რადგან იციან, რომ შევხედავ, კარგად ვაფასებ და ვაანალიზებ რაც ხდება და როგორც ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის ნაამბობიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასთან ფორმალურ ზარებს ახორციელებდა , ეკითხებოდა, ხოლო ის შეძლებისდაგვარად პასუხობდა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, ძირითადად ცდილობდა, ჩარეოდა ბანკებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებაზე.
„არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო – მე და კვირიკაშვილი მეგობრულად არ დავშორებივართ ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. არ არის ჩემი მეგობარი დღეს და ჰკითხონ, რამდენად ვმართავდი, თუ მქონდა მართვის მცდელობა – არავითარი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხუთი წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდა თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ ვისაც ხელი წაუცდებოდა, მას პასუხს მოსთხოვდა.
ივანიშვილის განცხადებით, კვირიკაშვილთან ურთიერთობიუს ახალი ეტაპი 2017 წლის ოქტომბერში.
„მშვენივრად იცოდნენ ჩემი გუნდის წევრებმა, რომ ძალიან გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა პროცესები. ძალიან კარგად იცოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, ხელი წასცდენოდა იმ მიმართულებით, მე პასუხს მოვითხოვდი. მოვითხოვდი როგორ – არ მყავს ჩემი ჯარი და პოლიცია, გამოვიდოდი და ვიტყოდი საზოგადოებაში.
გიორგი კვირიკაშვილსაც შევახსენე, რომ გავდივარ და საზოგადოებას ვეუბნები, არავითარ რჩევებს არ გაძლევ-მეთქი. აქედან დაიწყო ჩვენი ახალი ურთიერთობები. გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვნახე, რომ სიტუაცია მძიმე იყო, ვუთხარი, საზოგადოებაში გამოვდივარ და ვამბობ, რომ საერთოდ არ ვერევი თქვენს მთავრობაში, საერთოდ აღარც შეკითხვებზე და არაფერზე აღარ დარეკო-მეთქი. ამან შეაშფოთა სწორედ, გუნდი დამეშლება მთლიანადო. გუნდის დაშლაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ საზოგადოებაში შეიძლებოდა მას გარკვეული რესურსი დაეკარგა. ეს არის ის, რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან. რამდენად გასაგებად ვთქვი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, არ ვიცი, ეს დიდი თემაა და შეიძლება მოკლედ ნათქვამი კარგად არ იყოს გაგებული“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახალი წლისთვის გუნდში უკვე გაცხადებული ჰქონდა, რომ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
„მე არ ვმართავდი. გარწმუნებთ, არ ყოფილა არაფორმალური მმართველობა. ძალიან კანონმორჩილი ვარ და ძალიან ვცდილობ, პირველი დავემორჩილო კანონებს. ამას ვითხოვ სხვებისგანაც. კონტროლს არქმევენ მართვას. მხვდებოდა მთელი გუნდი და გუნდის ძირითადი ნაწილი არის ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. შიშის ფორმით არ მართავდნენ, ისინი მართავდნენ, რადგანაც ისეთივე ღირებულებებით სარგებლობდნენ, მაგრამ ვისაც ჰქონდა განცდა, ჰქონდა სურვილი და ექნება მომავალშიც, იცოდნენ, რომ მე მათ ვაკონტროლებ, მაქვს მონიტორინგი და იცოდნენ, რომ ხმას ამოვიღებდი. ამას უწევდნენ ანგარიშს. ამას ეძახის ოპოზიცია არაფორმალურ მმართველობას. მე არ მგონია, რომ ეს არის არაფორმალური მართვა, ეს არის ის როლი საზოგადოების, რომელსაც მე ვავსებ.
სამწუხაროდ, ახლა დავბრუნდი მართვაში, მომიწია დაბრუნება. ვნახე, რომ კონტროლით ვეღარ ვახერხებდი და ახალი წლისთვის უკვე გუნდში გაცხადებული მქონდა, რომ პარტიის ყრილობაზე დავბრუნდებოდი. რაზეც არავის ჰქონდა რესურსი, წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ძალიან ბევრი დაუდგებოდა წინ, რომ ჰქონოდათ ამის შესაძლებლობა. გარედან ვეღარ მოვახერხებდი. ის რომ მეთქვა, რაც უმრავლესობასთან შეხვედრაზე კვირიკაშვილს ვუთხარი – ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გადადგე, გამოვალ და გარეთაც ამას ვიტყვი-მეთქი, ეს რომ მეთქვა მანამდე, სანამ მე თავმჯდომარედ გავფორმდებოდი, კვირიკაშვილი ალბათ სიცილით მოკვდებოდა და იმის მერე ყურმილს აღარ აიღებდა. მე დამჭირდა შემობრუნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, დღეს პარტიის თავმჯდომარეა, თუმცა მაინც არაფორმალურ მმართველს ეძახიან.
„დღეს პარტიის მართვაში ვმონაწილეობ. პარტიას, რომელიც დღეს არის წამყვანი და პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. არათუ უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მთავრობაც „ქართული ოცნებისაა“, დაწყებული გამგებლიდან პრემიერამდე, ყველა ამ პარტიის წევრია. ამ ფონზე, პარტიის თავმჯდომარეს აბსოლუტურად ლეგიტიმურად აქვს ბევრი უფლება და მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდი მართვაში. კონტროლის ნაცვლად, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართვის ნაწილი ვარ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელიც მაინც არ ერიდება უხეში სიტყვების გამონათქვამს, ისევე არაფორმალურს მეძახის, თუმცა დღეს პარტიის თავმჯდომარედ ვარ გაფორმებული და თავმჯდომარეს აქვს საკმაოდ ბევრი უფლებები“, – განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34