უკან
პოლიტიკა
21 ნოემბერი, 2018 11:10
მე ნაღდად არ მახსოვს, ვინაა ვლადიმერ სანაკოევი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მას არ ახსოვს, ვინ არის ვლადიმერ სანაკოევი. ამის შესახებ მან გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ექს-პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ წევრზე, მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის” ყოფილ ხელმძღვანელ ვლადიმერ სანაკოევზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
სააკაშვილმა ამაზე საპასუხოდ უარყო რაიმე კავშირი სანაკოევთან.
„ვისზე საუბრობთ?! ახლა რა კავშირშია ჩვენს საუბართან?! ახლა სერიოზულად მეუბნებით, რომ მე რამე კავშირში ვარ რუსეთთან, სპეცსამსახურებთან? თქვენ შეიძლება, კარგად გახსოვთ, მე ნაღდად არ მახსოვს, ვისზეა საუბარი. აგენტი, შეიძლება, იქაც და აქაც ყოფილიყო”, – განაცხადა სააკაშვილმა.