უკან

საზოგადოება

30 მარტი, 2017 17:00
font-size

მედიაპლურალიზმი წინაპირობაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაზრდის თვალსაზრისით - დალია გრიბაუსკაიტე

ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება, თუ რა ხდება საქართველოში მედია და საზოგადოების პლურალიზმის თვალსაზრისით.

როგორც გრიბაუსკაიტემ ლიტვაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მედია და საზოგადოების პლურალიზმი წინაპირობაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაზრდის თვალსაზრისით.

„ტელევიზია რუსთავი2-ის სიტუაცია ძალიან რთულია, ვიცი. მე ვთქვი, ჩემს გამოსვლაში, რომ პლურალიზმი მასმედიასა და საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გარანტია უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ნებისმიერ საზოგადოებაში. ევროკავშირი, ძალიან ყურადღებით აკვირდება რა ხდება თქვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წინაპირობაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაზრდის თვალსაზრისით“,-აღნიშნა ლიტვის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პროპაგანდას და საინფორმაციო ომებს, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, ისევე როგორც „საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები ძალიან სერიოზული პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ იმყოფებიან“.

„მე ამას ვუწოდებდი ომს იარაღის გარეშე. იგივე შეიძლება ითქვას, არა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც. ისინი ერევიან საარჩევნო ომში საფრანგეთში, გერმანიაში. ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან ბევრია რუსულენოვანი არხები, ძალიან აგრესიულები - აგრესიულ პროპაგანდას ეწევიან. ამ პროპაგანდისტული ომში, ტყუილი ომში, მნიშვნელოვანია,რომ შევებრძოლოთ ტყუილს. გვჭირდება ვიყოთ ფრთხილები. ჩვენ შევქმენით სპეციალური ოფისი თავდაცვის სამინისტროში - ეს კიბერნეტიკული ომის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევაა. თანხა, რომელიც იდება რუსეთის მიერ არის უზარმაზარი. ჩვენ ამას ვერ ვეწინააღმდეგებით. ამაში ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ ყველა ქვეყანამ უნდა გააკეთოს რაღაც, რაც მის ძალაშია“,-განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. დალია გრიბაუსკაიტეს კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი