უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2021 17:13
font-size

`მედიის ადვოკატირებისთვის` 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

დოკუმენტში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები.

მათივე ინფორმაციით, შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კი კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.

როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა.

ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

როგორც რეკომენდაციების ნაწილშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეუხებლობას.

საქართველოს მთავრობას მიმართავენ რეკომენდაციებით, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ; საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი; მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას; საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.

„ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://mediacoalition.ge/ge/a/02a736f4

2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა - საქსტატი

23 იანვარი, 2026 , 11:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 20

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

23 იანვარი, 2026 , 11:02

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის

ინდურ სამზარეულო „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

22 იანვარი, 2026 , 16:30

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო, ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ცნობით, ბ

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება

22 იანვარი, 2026 , 11:59

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიც

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

22 იანვარი, 2026 , 11:41

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა. განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობ

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21 იანვარი, 2026 , 17:40

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი