უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2020 17:10
font-size

მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენითაა გაჯერებული - კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორინგის ანგარიში

კომუნიკაციების კომისია მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. პირველ შუალედურ ანგარიშში წერია, რომ მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შეფასებით, საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებულია და ეთიკური სტანდარტები დაცულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე და "რუსთავი 2-ზე" და აჭარის ტელევიზიაში.

"მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა "ტელეიმედის", "ტვ პირველის" და "მთავარი არხის" მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ პოლარიზებულია წინასაარჩევნო მედია გარემო. ცალსახაა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. "ტვ პირველის" და "მთავარი არხის" პროგრამებში ხშირია ეთიკური ნორმების დარღვევა, ამავე არხებზე ხშირად გვხვდება შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია, ისმის მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. ასევე, "მთავარი არხის" შემთხვევაში ხშირია სიძულვილის ენის და უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევები.

საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ეთიკური სტანდარტების დაცვით განთავსებულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეტწილად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და "რუსთავი 2-ზე". აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ საარჩევნო სუბიექტს ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო.

რაც შეეხება ძირითად მიგნებებს და ანალიზს, მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში ეთიკური სტანდარტები და წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას ბალანსი დაცული იყო. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას სიუჟეტებში ხელისუფლების (მთავრობის და "ქართული ოცნების") წარმომადგენლები სარგებლობდნენ როგორც პირველი, ისე დასკვნითი სიტყვის უფლებით.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში, წამყვანები გამოირჩევიან კრიტიკული კითხვებით და ანალიზით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: საქართველოს მთავრობა - 24.8% (პოზიტიური - 37%, ნეგატიური - 5%), "ქართული ოცნება" - 17.0% (პოზიტიური - 31%, ნეგატიური - 18%), გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 12.3% (პოზიტიური - 9%, ნეგატიური - 26%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება მეტწილად დაცული იყო ასევე აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა, მაუწყებლის ეთერში ყველაზე მეტი დრო აჭარის მთავრობას დაეთმო. საანგარიშო პერიოდში პირდაპირი დრო, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს ეთმობოდათ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: აჭარის მთავრობა - 25.7% (პოზიტიური - 49%, ნეგატიური - 5%), ქართული ოცნება - 19.5% (პოზიტიური - 40%, ნეგატიური - 29%), გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 18.4% (პოზიტიური - 15%, ნეგატიური - 28%), საქართველოს მთავრობა - 10.7% (პოზიტიური - 35%, ნეგატიური - 16%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.
მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის და "ქართული ოცნების" მიმართ პოზიტიური, ხოლო ოპოზიციის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. სიუჟეტებში არ არის დაცული ბალანსი, როგორც წესი არ ხდება საპირისპირო პოზიციის გაშუქება. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უმეტესად მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან მიწვეული. "იმედის“ ეთერში საუკეთესო დროს გასულ არცერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში არ არიან მიწვეული ოპოზიციის წარმომადგენლები.
პოლიტიკური გადაცემები ცალმხრივია, არ გამართულა დებატები. ახალ ამბებში დრო ეთმობოდა: ქართული ოცნება - 43.3% (პოზიტიური - 34%, ნეგატიური - 2%), საქართველოს მთავრობა - 26.9% (პოზიტიური - 43%, ნეგატიური - 1%), გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 18.9% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 77%), ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ "რუსთავი 2-ზე" "კურიერის" წამყვანები ახალ ამბებს მეტწილად ეთიკური სტანდარტების დაცვით აშუქებენ, თუმცა გვხვდება სიუჟეტები, სადაც რაოდენობრივი ბალანსი დარღვეულია, კერძოდ, მთავრობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უფრო მეტი დრო ეთმობათ, ვიდრე ოპოზიციას. არის შემთხვევები, როცა წამყვანები ირონიულ გამონათქვამებს იყენებენ ოპოზიციური ძალების მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 25.6% (პოზიტიური - 32%, ნეგატიური - 12%), გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 21.6% (პოზიტიური - 14%, ნეგატიური - 32%), საქართველოს მთავრობა - 15.4% (პოზიტიური - 32%, ნეგატიური - 5%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგის შედეგის მიხედვით, "ტვ პირველი" მკვეთრად ნეგატიური და ტენდენციურია მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. საარჩევნო აქტივობების მხრივ მხოლოდ ოპოზიციური პარტიებია გაშუქებული. სიუჟეტებში აქცენტი კეთდება გამოძიებებსა და შესაძლო კორუფციის ფაქტებზე, თუმცა არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და ეყრდნობა ვარაუდებს.

მომზადებული რეპორტაჟებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების და მოვლენების დრამატიზების გასაძლიერებლად ხშირად გამოყენებულია გადაცემის მიმდინარეობისას კონკრეტული რეპორტაჟის ხმაურიანი ანონსი, რომელსაც თან ახლავს სპეციალურად შერჩეული დრამატული მუსიკა. აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც გადაცემის წამყვანები პირდაპირ ეთერში აფიქსირებენ მხარდაჭერას ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ. ახალ ამბებში დრო დაეთმო: ქართული ოცნება - 37.7% (პოზიტიური - 16%, ნეგატიური - 48%), გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 22.9% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 20%), საქართველოს მთავრობა - 12.1% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 40%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტები ღიად ახდენენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დეკლარირებას და მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას მმართველი პარტიისა და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. მათი ტექსტები და შეფასებები ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია სიძულვილის ენით და ამავდროულად ხშირია უცენზურო ლექსიკის გამოყენება. საინფორმაციო გამოშვებებში გვხვდება ყალბი ამბები, სადაც სიუჟეტი მთლიანად აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე და შეფასებებზე. პანდემიის გაშუქება იყო მკვეთრად ნეგატიური, ექსპერტებად მოწვეული იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სიტუაცია ფასდებოდა როგორც უიმედო, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ახალ ამბებში დრო დაეთმო: გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 37.6% (პოზიტიური - 21%, ნეგატიური - 3%), "ქართული ოცნება" - 32.1% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 62%), საქართველოს მთავრობა - 10.5% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 37%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა," - წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

ანგარიში 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი