უკან

ეკონომიკა

10 აპრილი, 2017 18:35
font-size

მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით ჩინეთთან თანამშრომლობა ღრმავდება

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ნინსიას პროვინციის ღვინის მრეწველობის განვითარების ადმინისტრაციისა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი სამანიშვილთან შეხვდრაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრები ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით და ქვევრის ღვინის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ, კახეთის რეგიონში ვენახები დაათვალიერეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში. საქართველოს დიდი გამოცდილება აქვს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, სწორედ ამიტომ, ჩინური მხარისთვის საინტერესოა ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

ნინსიას პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ, ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს; ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი მოინახულეს.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 %-ით შემცირდა - საქსტატი

9 დეკემბერი, 2024 , 15:18

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებ

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე