უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 ნოემბერი, 2017 14:50
font-size

მეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლესა საფრთხე ემუქრება - მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმღვანელის მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატის ინფორმაციით, ქარდავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ამის შესახებ მედიას მეგის ქარდავას ქართველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

„მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ამ პროცესზე მეგის ქარდავას ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა იყო ნაცემი. მას ჰქონდა დაზიანებები ცხვირის და თვალის არეში. ის პროცესზე ვერ მოვიდა და ჩართვა განხორციელდა მისი დაწესებულებიდან, სადაც კარგად არც კი აჩვენეს კარგად. მეგის ქარდავამ და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა.

ეს უკავშირედბა რუსულ სპეცსამსახურებს, ასევე იმ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, ვინც მეგის ქარდავასთან არიან დაპირისპირებულები“,-განმარტა ველიჯანაშვილმა.

მეგის ქარდავა ივანო-ფრანკოვსკში 1 ნოემბერს უკრაინული უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა დაკავებული.

საქართველოს მთავარო პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავა იძებნებოდა არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: იგი მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე; მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე); მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე; მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე; მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე;

ამჟამად კი, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე: სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე; ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე; საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე.

მონიკა დავლიანიძე

„არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, ყველა მიიღებს მისაღებს“ - კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე

30 სექტემბერი, 2025 , 13:51

არაფერი იქნება. ეს არის ჩვეულებრივი ბოლი - თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს გაბედავს, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ყველა მიიღებს მისაღებს! - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&ld

ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს, არჩევნების გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას როგორ აპირებს, მოგვიყვეს, თუ არ შეუძლია სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს - დავით მათიკაშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 17:12

პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა, 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაბარებას როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა ,,ოცნებას` მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას - პაატა ბურჭულაძე

29 სექტემბერი, 2025 , 16:41

4 ოქტომბერს, რუსთაველზე, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამ

„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს” - პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს

29 სექტემბერი, 2025 , 14:00

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ახალაიასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს. ის გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის მიერ

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი