კომენტარი
მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა - თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კარგი თანამშრომლობა შედგა.
მინისტრის თქმით, მთავარი პროკურატურა ქარდავას ექსტრადირებისთვის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს.
„კარგი თანამშრომლობა შედგა. მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ წარმატებით მოხდეს ექსტრადირება“, -აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკთან, გუშინ, 1 ნოემბერს დააკავეს.
აღნიშნული ფაქტი დღეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა.
ამასთან, როგორც მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, უკრაინული კანონდებლობიდან გამომდინარე, ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურას „ერთ წელზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი
23 იანვარი, 2026 , 10:30
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი
22 იანვარი, 2026 , 17:08
ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე
22 იანვარი, 2026 , 16:51
სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 16:35
თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე
22 იანვარი, 2026 , 14:39
540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი
16 იანვარი, 2026 , 13:23


