უკან

სამართალი

4 მარტი, 2026 14:45
font-size

მერაბ ჯანგველაძესთან მქონდა მკვლელობაზე საუბარი, თუმცა, მას ჩემთან პოზიცია არ დაუფიქსირებია, გამოძიების დეტალებით არ ინტერესდება -კოკა მორგოშია

მერაბ ჯანგველაძესთან [ე.წ. კანონიერი ქურდი] თავისთავად ცხადია, მქონდა მკვლელობაზე საუბარი, თუმცა, მას ჩემთან პოზიცია არ დაუფიქსირებია. გამოძიების დეტალებით არ ინტერესდება, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობარმა, კოკა მორგოშიამ სასამართლოში განაცხადა.

“ipn”- ს ცნობით, მან განმარტა, რომ მერაბ ჯანგველაძე მისი ძმის მკვლელობის საქმეზე არ საუბრობს, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ვერსიების შესახებ იცის.

„მერაბ ჯანგველაძესთან ხშირად მქონდა ურთიერთობა და ამას არც ვმალავ, ჩავდივარ ხოლმე ევროპაში მასთან. უფრო ხშირად დავდიოდი ლევანის მკვლელობამდე.

იმ ვერსიებზე, რაც მუსირებს, იცის. ვინ რა შუაშია, ამაზე მე და მერაბს საუბარი არ გვქონია“, - განაცხადა მორგოშიამ.

დაცვის მხარემ მორგოშიას ოთარ ფარცხალაძე-რომანოვისა და ჯანგველაძის დაპირისპირების შესახებ ჰკითხა. მოწმემ იქამდე ჩვენებაში განმარტა, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ლევან ჯანგველაძეს კონფლიქტი სიგარეტისა და გადაზიდვის ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდათ.

როგორც მორგოშიამ განმარტა, სიგარეტის და „ვალდბერისის“ ბიზნესის გარშემო მათ უკმაყოფილება, სხვის გამო მოუვიდათ.

ადვოკატის კითხვაზე, თუკი ჯანგველაძეს საქართველოში ბიზნესის არ ჰქონდა, ეს გადაზიდვების ბიზნესი სად უნდა გადაკვეთილიყო, მორგოშიამ უპასუხა, რომ ეს კვეთა საქართველოში არ მომხდარა.

„ლევანს თავისთვის არ სჭირდებოდა, თავის ახლობლებს უშუამდგომლა, რადგან მას მიმართეს, რომ ეს ფარცხალაძის მიმართულება იყო და დახმარებოდა. მაშინ ფარცხალაძემ ლევანს უთხრა, მე ინტერესი არ მაქვს ახლობლებს ვეხმარებიო. ჯანგველაძემ უთხრა, თუ ინტერესი არ გაქვს, დაეხმარე ჩემს ახლობლებს და პირიქით, შენ მოგცემენ მოგების ნაწილსო. ლევანი ნაწყენი და გაბრაზებული იყო ამაზე, მოვილაპარაკეთ, რამდენიმე თვე ვიარეთ და მერე ტყუილი აღმოჩნდაო. ასევე იყო "ვალდებერისის" თემა...

მესამე, მირცხულავას თემა, სხვისი საკითხი იყო, ახლობლისგან მივიდა ლევანთან, რომ ფარცხალაძესთან ეშუამდგომლა. ფარცხალაძემ ჯანგველაძეს უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო და გაირკვა, რომ შუაში იყო“, - განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

წყარო

ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

10 მარტი, 2026 , 11:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შ

სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი - სუს-ი

9 მარტი, 2026 , 16:03

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენი

ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ზუგდიდში 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

6 მარტი, 2026 , 14:21

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი

თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე - შსს

5 მარტი, 2026 , 17:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, – ამის შესახებ ცე

უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი

4 მარტი, 2026 , 20:38

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ა

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 პირი პატიმრობაში დატოვა

4 მარტი, 2026 , 14:21

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 პირი - კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი