უახლესი ამბები
- 11.03.2026 13:33ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება, რომელსაც ერთდროულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს - კახა კალაძე
- 11.03.2026 13:28ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
- 11.03.2026 13:16მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
არქივი
სამართალი
თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან.
„გასული 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა, ხოლო სამი პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყო ძებნაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიუროს, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
აქვე გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს“, – განაცხადა ირაკლი დონდოლაძემ ბრიფინგზე.
ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
10 მარტი, 2026 , 11:42
სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი - სუს-ი
9 მარტი, 2026 , 16:03
ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელმაც ზუგდიდში 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ ძალადობის გარეშე, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
6 მარტი, 2026 , 14:21
უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი
4 მარტი, 2026 , 20:38
მერაბ ჯანგველაძესთან მქონდა მკვლელობაზე საუბარი, თუმცა, მას ჩემთან პოზიცია არ დაუფიქსირებია, გამოძიების დეტალებით არ ინტერესდება -კოკა მორგოშია
4 მარტი, 2026 , 14:45
მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13 პირი პატიმრობაში დატოვა
4 მარტი, 2026 , 14:21


