უახლესი ამბები
- 12.04.2021 18:25სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა
- 12.04.2021 17:401 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4232 ლარი გახდა
- 12.04.2021 17:40„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
- 12.04.2021 17:40ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა -დავით კოდუას მეუღლე
- 12.04.2021 17:40ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას - ანა დოლიძე
- 12.04.2021 17:40ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“
- 12.04.2021 17:15საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე
- 12.04.2021 17:15უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს - შსს
- 12.04.2021 17:15საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
- 12.04.2021 17:15პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
არქივი
საზოგადოება


მერია ,,ბავშვთა სამყაროს’’ დაზარელებულ მოვაჭრეებს ფინანსურად არ დაეხმარება
თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, ,,ბავშვთა სამყაროს’’ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მოვაჭრეებმა საცავებში დაცული მათი კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.
,,გამოძიებისგან კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ დილიდან ჩავატარეთ გარკვეული სამუშაოები. სპეციალური დამჭერები მაგრდება და გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მოხდეს ხალხის შეყვანა და მოხდეს საცავებიდან მათი ნივთების გამოტანა.
ჩვენი მთავარი ამოცანა, პირველი პრიორიტეტი იყო, რომ ის რაც იყო გადარჩენილი, გამოვიტანოთ. მათ საცავებში რაც არის დაცული, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად უზრუნველვყოთ მათი გამოტანა.
მეორე პრიორიტეტი არის, რომ ამ ადამიანებმა გააგრძელონ მუშაობა, სხვადასხვა ადგილებში მოხდეს მათი გადანაწილება და ჩვენ ამაში დავეხმარებით.
მესამე კი, როგორც იცით, მათ აქვთ გარკვეული საბანკო ვალდებულებები და როგორც ბანკებიდან ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ეროვნულმა ბანკმა და ჩვენც ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ვუშუამდგომლებთ მათ, რათა დაწესდეს გარკვეული შეღავათები’’, - განაცხადა ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში ჩართვისას თბილისის ვიცე-მერმა.
რაც შეეხება კითხვას, მერიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თუ არა დაზარალებულთა დასახმარებლად სახსრები, ლაშა აბაშიძის თქმით, მერიის ფინანსები არ დაიხარჯება.
,,ძვირფასი ლითონები, რაც არის საცავში, არის გადარჩენილი, სხვა დანარჩენი სავარაუდოდ არის განადგურებული, მაგრამ ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამ ადამინებს შევუმსუბუქოთ ვალდებულებები როგორც საბანკო ნაწილში, ისე საქმიანობის ნაწილში, რომ მათ გააგრძელონ საქმიანობა და გადავანაწილოთ სხვადასხვა ბაზრობაზე. ამაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბაზრობების მფლობელებთან და ჩვენ ვუშუამდგომლებთ იმაზე, რომ ეს ხალხი გადავანაწილოთ იქ’’, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის ვიცე-მერის თქმითვე, აუცილებელია, რომ მსხვილ სავაჭრო ობიექტებში მოხდეს საქონლის დაზღვევის პირობის შემოღება.
,,ასეთი მასშტაბური ვაჭრობა სადაც იმართება და ასეთი მოძრაობა სადაც არის, მიგვაჩნია, რომ აუცილებელი უნდა იყოს დაზღვევის პირობის შემოღება. ასეთი ფორსმაჟორული გარემოებები უნდა იქნას დაზღვეული, რათა არ მოხდეს კიდევ ისე, რომ თვითონ მოვაჭრეებს დააწვეთ ეს ზარალი ისევ თავის თავზე’’, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა
12 აპრილი, 2021 , 18:25

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4232 ლარი გახდა
12 აპრილი, 2021 , 17:40
ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა -დავით კოდუას მეუღლე
12 აპრილი, 2021 , 17:40

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას - ანა დოლიძე
12 აპრილი, 2021 , 17:40

ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე
12 აპრილი, 2021 , 17:15