უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
არქივი
საზოგადოება
ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს!
ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა უშუალოდ მისგან მიგვეღო უამრავი საჭირო რჩევა, გვესწავლა მოყვასის სიყვარული და პატივისცემა.
მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ვუსურვო მისი სამშობლოს კიდევ არაერთი წარმატება, და უმთავრესად საქართველოს გამთლიანება, რადგან სწორედ ეს იქნება უწმინდესის უდიდესი ღვაწლის დაფასება.
თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ და გისურვებთ კიდევ დიდ ხანს გეტვირთოთ საქართველოს დედა ეკლესიის მესაჭეობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.