უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 17:30
font-size

მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ ვლადიმერ მამონტოვი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ მამონტოვის წინააღმდეგ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო გამოძიება ვერ დაიწყება. უწყების თქმით, აღნიშნულ კანონდარღვევას ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა ამოეწურა.

„ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6- წლიანი ვადა. შესაბამისად, ამ პირის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მამონტოვის 2009 წლის შემდეგ შესვლის თაობაზე.

რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს პირის საზღვრიდან გაბრუნებას. ამ კანონის შესაბამისად, თუ პირს დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და პირი მიეცეს პასუხისგებაში. სასჯელის სახეს მოსამართლე თავად განსაზღვრავს (ჯარიმა ან პატიმრობა).

როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა“, - განაცხადეს შსს-ში.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს „ლაპარაკობს მოსკოვი“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს გააბრუნეს საქართველოდან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მამონტოვი თბილისში იმყოფება, სადაც მედიაკონფერენციას ესწრება.

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი