უკან

საზოგადოება

8 ოქტომბერი, 2025 10:51
font-size

მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაეუფლე ახალ პროფესიას SMART Academy-ში

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ, ახალ ინიციატივას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში მიიღონ დაფინანსება და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.

პარტნიორ პროფესიულ აკადემიებს შორისაა სმარტ აკადემია, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მათთვის სასურველი პროფესიული კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

სტიპენდიატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. ამისათვის, შეავსეთ განაცხადი ვებგვერდზე:stipendia.bog.ge

სმარტ აკადემია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე, ხარისხიან სწავლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული და ტექნოლოგიური პროფესიების გავრცელებას საქართველოში და შექმნას ისეთი გარემო, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ რეალური და მოთხოვნადი უნარების განვითარება. მოქმედი კურსები დაფუძნებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების ეფექტურ პროფესიულ მომზადებასა და მომავალ კარიერულ შესაძლებლობებზე მორგებას.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge.

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10 ოქტომბერი, 2025 , 10:46

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUS

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10 ოქტომბერი, 2025 , 09:49

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები დილის 4:13 წუთზე, ცაგერში, სოფელ

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა&l

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაშ

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.