უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ნოემბერი, 2016 16:10
font-size

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

2016 წლის 19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ბრიჯიტ ბრინკთან.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დადებითი გზავნილი და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება ქვეყანაში რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებში აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და არჩევნების მშვიდად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიაზე წარმატებული ტრანსფორმაციის ყველაზე კარგი მაგალითი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევა, კერძოდ, განათლებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინკლუზიური მმართველობის კუთხით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდამჭერად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი