უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2017 11:30
font-size

მიხეილ ჯანელიძე მოლდოვას პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა ქ. კიშინეუში გამართული შეხვედრის დროს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოლდოვის პრემიერს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გულითადი მოკითხვა და აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობის მეთაური პირადად არის დაინტერესებული საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობა განვითარდეს ყველა სტრატეგიული მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობის შესამჩნევ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის ზრდას, ასევე მოლდოველი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ გამოხატულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ ფილიპს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ლიბერალურ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველი პრემიერი მოიწვია თბილისში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე „Tbilisi Road and Belt Forum” მონაწილეობის მისაღებად.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდოვას საერთო მიზნებისა და ინტერესების განხორციელებაში, რაც უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანა დაინტერესებულია გაიზიაროს ურთიერთგამოცდილება სახელწმიფოს განვითარების, წამატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოს წარმატებული რეფორმებით საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და საგადასახადო სისტემების სფეროში.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი