უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 იანვარი, 2017 16:10
font-size

მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის წარმომადგენლებთან ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტაკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორთან თომას მაირ-ჰარტინგთან, რომლებიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს.

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა „ასოცირების დღის წესრიგის“ და ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო-დოკუმენტის დროულად შემუშავების მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების წარმატებით გატარებაში.

ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის დახმარების ფოკუსირებას ქვეყანაში ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერასა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რაც ეხმიანება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო პროცედურების უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ შენგენის სივრცეში.

შეხვედრაზე აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ევროკავშირის ჩართულობისა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული კონკრეტული შედეგების წარმოჩენა. ორივე მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით ძალისხმევის ინტენსიფიკაციისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისთვის. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო პრიორიტეტებზე და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება ამ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრობლემებს, მათ შორის ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის აქტიური ჩართულობისადმი, მათ შორის მონიტორინგის მისიასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაცია გეგმავს საოკუპაციო ხაზის მონახულებას სოფ. ხურვალეთში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი