უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

მიხეილ ჯანელიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ნიუ-იორკი, აშშ - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან მიროსლავ ლაიჩაკთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა მიროსლავ ლაიჩაკს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობა და წარმატება უსურვა მას საქმიანობაში. ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის იმპლემენტაციის პროცესში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება. მიხეილ ჯანელიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ასამბლეის პრეზიდენტს გაერო-ს რეფორმირების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის საქართველოში კონფლიქტის საკითხს. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის გაეროს ფორმატში. მიროსლავ ლაიჩაკს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგინებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი